ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად
ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად
07.09.2017
ავტორი:

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემეგ, ქართული საკალათბურთო საზოგადოებისთვის, როგორც სჩანს, ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას სანაკრებო კარიერის დასასრული მოულოდნელი მოვლენა გახდა. ფაქტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, რამდენიმე წუთის წინ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე, მიმართვით გამოეხმაურა.
„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ზაზა ფაჩულიას მისი წარმატებული და განსაკუთრებული სპორტული კარიერისთვის როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. ხანგრძლივი სანაკრებო კარიერის მანძილზე, ზაზა არაერთი გამარჯვების ავტორიც იყო, თანამონაწილეც, ლიდერიც და ვფიქრობ, რომ ის ყოველთვის დარჩება ჩვენი ნაკრების ლიდერად და საქართველოს ნაკრებს ყოველთვის გვერდში დაუდგება. რა თქმა უნდა, ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ამ დონის კალათბურთელი გადაწყვეტს სანაკრებო კარიერის დასრულებას და მთელ მის ძალისხმევას მხოლოდ საკლუბო დონეზე მიმართავს. ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის მტკივნეულია ყველა დონის ნაკრებისთვის და მითუმეტეს საქართველოსთვის" - ამბობს ტარიელ ხეჩიკაშვილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიამ დღეს გამთენიისას საკუთარი სოციალური ქსელებით გაავრცელა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა, გუშინ ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ჯგუფში, ბოლო შეხვედრა გამართა და 2 ქულის სხვაობით 71-69 დამარცხდა იტალიის ეროვნულ ნაკრებთან. საბოლოო ჯამში, ქართველებმა 5 თამაშიდან, როგორც ნაკრებს დაგეგმილი ჰქონდა 2 კი მოიგეს, მაგრამ სამწუხაროდ, დამარცხდნენ უშუალო მეტოქესთან, უკრაინასთან. სწორედ, ამ წაგების გამო გამოეთიშნენ ასპარეზობას. ქართველთა კაპიტანმა, ევრობასკეტის ყველა შეხვედრა ტრავმით ჩაატარა. გემახსოვრებათ, ზაზამ, კოჭი, თბილისში, ჯერ კიდევ ევრობასკეტამდე, "აკროპოლისის თასის" გამათამაშებამდე 2-3 დღით ადრე მიიღო. თუმცა, კაპიტანი მთელი შეკრების მანძილზე გუნდთან ერთად იყო საბერძნეთშიც. ამიერიდან, ზაზა, მხოლოდ საკლუბო თამაშებში გამოვა პარკეტზე.
TSFF.G
E მადლობას უხდის, ზაზა ფაჩულიას 17 წლიანი სანაკრებო თამაშისთვის და წარმატებას უსურვებს საკლუბო კარიერაში.

fb.me/4e3TzozQh