თბილისი ორ საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირს მასპინძლობს
თბილისი ორ საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირს მასპინძლობს
02.05.2019
ავტორი:

რმა საერთაშორისო საჩოგბურთ ტურნირმა 29 აპრილს, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში "მზიური"  ერთდროულად აიღო სტარტი.  „თბილისის თასის" გათამაშების, რომელიც როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის დამოუკიდებლად ტარდება, საპრიზო ფონდი 15000-15000 აშშ დოლარია. გამარჯვებული კი 100 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს. ტურნირში ოცამდე ქვეყნის 70-ზე მეტი პროფესიონალი ჩოგბურთელი მონაწილეობს.

29 აპრილს გაიმართება საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართა. ძირითადი ბადის გათამაშება კი, 30 აპრილიდან დაიწყო.

„თბილისის თასი" მეორე საასპარეზო დღის შემდეგ, მარიამ დალაქიშვილმა ერთეულთა თანრიგის ასპარეზობიდან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი, რუსი ჩოგბურთელი ალინა სილიჩი გამოთიშა. სამწუხაროდ, ერთეულთა გათამაშებას მარიამ დალაქიშვილის, სანდრო მეტრეველის და ბარბარე ერისთავის გარდა ყველა ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა. წყვილთა თანრიგში ასპარეზობას გააგრძელა მიხეილო კვანტალიანის და საბა ფურცელაძის წყვილმა. ტურნირის მომდევნო დღეს მათი მეტოქე გიორგი ცივაძეს და ირლანდიელი პეტერ ბოსველი უნდა ყოფილიყვნენ. წყვილთა გათამაშების მეორე წრეს გამართავენ ასევე სანდრო მეტრეველი და მარკოს კალოველონისი, ანა ქადაგიძის და ვილენა პეტროვას წყვილი, ბარბარე ერისთავის და ლანა კენჭიაშვილის წყვილი და ზოზია ქარდავა და ვასილისა აპონასენკო.

დღეს, 2 მაისს, ასპარეზობის მესამე დღეს ცენტრალურ კორტზე დილის 11:00 საათზე ერთმანეთს სანდრო მეტრეველი და ტურნირზე მე-6 ნომრად განთესილი რუსი შალვა ჯანაშია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მეტრეველის სასარგებლოდ დასრულდა   6-7(5) 7-5 6-0.  3 მაისს, ცენტრალურ კორტზე სანდრო მეტრეველი ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ, ჩეხ მიხეილ კონეჩნის შეხვდება.

დღეს კი, მეტრეველი-ჯანაშიას მატჩის დასრულებისთანავე კორტზე მარიამ დალაქიშვილი და ანასტასია მირონოვა გამოვიდნენ. მატჩი ქართველმა მოიგო 6-1 6-2 და ახლა, ხვალ, 3 მაისს, დილის 10:00 საათზე ¼ ფინალში ბელორუსიელი ჰანა სოკალის დაუპირისპირდება.

ცენტრალურ კორტზე  3 მაისს, კიდევ რამდენიმე მატჩი გაიმართება. ½ ფინალში ერთმანეთს გიორგი ცივაძის და გრიგორი ლომაკონის წყვილი სანდრო მეტრეველის და მარკოს კალოველონისის წყვილს დაუპირისპირდება.

3 მაისს, დილის 10:00 საათზე მე-5 კორტზე ¼ ფინალს ითამაშებს ზოზია ქარდავას და ვასილისა აპონასენკოს წყვილი, რომელიც კანადელ ნოელი ლონგი ნსიმბას და რუს ალინა სილოჩს შეხვდება. აღნიშნული მატჩის დამთავრებისთანავე კი, იმავე კორტზე, ბარბარე ერისთავი და ლანა კენჭიაშვილი რუს სოფია დმიტრიევას და ელინა ნეპლის დაუპირისპირდებიან.