ქართველი ჩოგბურთელები ფინალებს მიღმა დარჩნენ
ქართველი ჩოგბურთელები ფინალებს მიღმა დარჩნენ
04.05.2019
ავტორი:

ალ. მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომლქესში „მზიური" დასასრულს უახლოვდება საერთაშორისო, სარეიტინგო საჩოგბურთო ტურნირი. „თბილისის თაისის" გათამაშებაზე დღეს, 4 მაისს, ოთხი ნახევარფინალური და ერთი ფინალური მატჩი გაიმართა.

მამაკაცთა შორის ნახევარფინალებში თურქი ალთუგ ჩელიქბუილექი და ჩეხი მიხაელ კონეჩნის დაპირისპირება ჩეხი სპოტსმენის გამარჯვებით დასრულდა 6-4 / 2-6 / 7-6 (5) და ახლა ის ფინალში, მეორე ½ ფინალში, გამარჯვებულს  ბრიტანელი მარკ ვაითჰაუსს  შეხვდება. ბრიტანელმა თავის მრხრივ ირლანდიელი პიტერ ბოთჰველს დამარცხება შესძლო ორ სეთში 6-4/ 6-4.

ქალთა ტურნირზე ½ ფინალში, რუსმა ანასტასია ზახაროვამ თანამემამულე დარია კუდაშოვას სძლია 6-4 / 6-4 და ფინალში გავიდა, სადაც მერე ½ ფინალში გამარჯვებულ ასევე რუს სპორტსმენს ტაისია პაჩკალოვას შეხვდება. ტაისიამ ფინალში გასასვლელად, მარიამ დალაქიშვილი დაამარცხა 2-6 / 6-2 /6-2.

ვაჟთა შორის ფინალური შეხვედრა გაიმართა წყვილთა თანრიგში გიორგი ცივაძე დაგრიგორი ლომაკინის და ჩეხ მიხალ კონეჩნის და ონდრეჟ კრტსევს შეხვდა და ჩეხი წყვილის გამარჯვებით დასრულდა.

ქალთა შორის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულები თურქი მელის სეზერი და ბელგიელი ელიესა ვანლანგენდონკი გახდნენ.

ხვალ, 5 მაისს, 11:00 საათზე ვაჟთა შორის ფინალი, ხოლო დასრულებისთანავე ქალთა შორის ფინალური მატჩი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი როგორც ქალთა ასევე ვაჟთა ტურნირებზე 15000-15000  ამერიკული დოლარია და გამარჯვებულები კი დამატებით 100-100 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ.