
ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელბის წყვილი, ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯიაშვილი ჰიმალაის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და მომხიბვლელი მთის, ამა დაბლამის დასალაშქრად არის წასული. 6812 მეტრის სიმაღლის მთას დასავლეთში „ჰიმალაის მატერჰორნს" ეძახიან, ადგილობრივები კი მას „დედის ყელსაბმს" უძახიან.
„ნამასტეე! დღეს უნდა გავსულიყავით მარშრუტზე, მაგრამ ინდოეთიდან წამოსულმა ციკლონმა ჩვენამდეც მოაღწია. დილით გადათეთრებული საბაზო ბანაკი დაგვხვდა, ჩვენი გასვლა კი რამდენიმე დღით გადაიდო. ვზივართ და ველოდებით კარგი ამინდების გამოსვლას, სხვა რა დაგვრჩენია", - წერს ზურა კვესტაძე ფეისბუქგვერდზე.
23 აპრილს ექსპედიციის წევრები, ზურა კვესტაძე და ბექარ ფაჯიშვილი ავიდნენ საბაზო ბანაკში, 4600 მეტრზე. რამდენიმე დღის შემდეგ მათ ბარგი აიტანეს და პირველი ბანაკი მოაწყვეს 5600 მ-ზე და კვლავ საბაზო ბანაკში დაეშვნენ. ძლიერი ქარების გამო მესამე ბანაკის ზევით თოკების დაკიდება ვერ მოხერხდა. ამის გამო გუნდს, რამდენიმე დღე ლოდინი მოუხდა და ამინდის გაუმჯობესებას დაელოდა. მოგვიანებით ზურა კვესტაძემ და ბექარ ფაჯიშვილმა, ერთი ღამე 5900 მეტრზე გაატარეს და კვლავ საბაზო ბანაკში დაეშვნენ.
ახლა ექსპედიციის წევრები, კარგად აკლიმატიზირებულები არიან და რამდენიმე დღიანი დასვენების შემდეგ მწვერვალზე ასვლას დაიწყებენ.
ზურა კვესტაძის ფოტო





ჩვენ








