განწყობა განწყობად, მაგრამ უსაფრთხოება პირველ რიგში
განწყობა განწყობად, მაგრამ უსაფრთხოება პირველ რიგში
12.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გუშინ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური ბატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც ბათუმის "დინამო" "დინამო თბილისს" დაუპირისპირდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არც ერთ გუნდს გამოკვეთილი უპირატესობა არ ჰქონია. თუკი, პირველ ტაიმში ბათუმელები უფრო აქტიურობდნენ სტუმრების კართან, მეორეში მათ რეალურად რამდენჯერმე დაარტყეს თბილისელთა კარის მიმართულებით და იქიდან ერთ-ერთი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 93-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილის გოლით და ბათუმელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.  საერთო ჯამში კი, ბათუმელებმა ამ გოლის ჩათვლით 5 გაიტანეს. პირველი 2 პირველ ტაიმში ვალერიან თევდორაძემ და ლაშა ჩალაძემ და შესვენებისთვის 2-0-ს იგებდნენ. კიდევ 2-იც მეორე ტაიმში, მხოლოდ საკუთარ კარში. თბილისელთა რიგებში შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა ფეხბურთელის ირაკლი აზაროვისა და ნიკა ნინუას აქტიურობას ბათუმელთა ავტოგოლები მოჰყვა. მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე ამ მატჩში საყაიმო ანგარიში იყო 2-2.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:

„ჩიხურა" - „ვიტ ჯორჯია" 1-0

„სიონი" - „დილა" 2-1

„რუსთავი" - „საბურთალო" 3-1

„ლოკომოტივი" - „ტორპედო" 1-3

სატურნირო ცხრილი

ამ ტურის შემდეგ, ბათუმელები სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ. მომდევნო ტური კი 14-15 მაისს გაიმართება.

დაწვრილებით, ამ მატჩის შესახებ იხილეთ სტატია სრულად: https://bit.ly/2Q2iqQj


ფოტო: თამარ ჯიშკარიანი